21:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 18:18:50, 668 ნახვა

სამართალი
ზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა და სწორედ ამის გამო, ორი წლის წინ პრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა.

„პრეზიდენტის ინიციატივით, 25 წლიანმა ვადამ დაიწია 15 წლამდე და უვადო მსჯავრდებულების საკითხს, რომლებსაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვთ მოხდილი, შეწყალების კომისია არსებითად განიხილავს ", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მისი განცხადებით, კომისია ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს პრეზიდენტს.

„ამ 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას. ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის სკითხი. ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ საკმაოდ მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს. ხშირად ყოფილა, როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს და ვესაუბრეთ, ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილება გამოუტანია კომისიას და შემდგომ პრეზიდენტს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics