|
2016-03-21 18:11:21, 707 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანა და აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. „მარიხუანა აღმოჩნდა კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შემოსულ ავტომობილში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ბ.ა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის მარნეულის რაიონული სამმართველოს. იმავე დღეს, მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტზე „სარფი“. 55 აბის უკანონოდ შემოტანას თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა. ცდილობდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს. ანალოგიური ფაქტი მოხდა 20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „მტკვარი“. აზერბაიჯანის მოქალაქე ვ.გ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)