|
2025-08-01 18:03:27, 2231 ნახვა
სამართალი
მწარიაშვილი - საქმე ისე დასრულდა, მზია ამაღლობელს თვალით არ უნახავს გამომძიებლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს დაცვის მხარეს უსმენენ. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღეს დასკვნითი სიტყვისას ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმის გამოძიება შსს-მ და პროკურატურამ ისე ჩაატარეს, რომ ერთხელაც კი არ შეხვედრიან მზია ამაღლობელს. „გამოძიებას აწარმოებდა პოლიციის 2 რეგიონის (აჭარის და გურიის) საგამოძიებო დანაყოფის 8 გამომძიებელი, ზედამხედველობას ახორციელებდა 2 პროკურორი. გამოძიების მანძილზე არც ერთ გამომძიებელს ან პროკურორს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ ჰქონია მასთან არც ერთი კითხვა, არ გაურკვევია არც ერთი გარემოება, არ უკითხავს საერთოდ არაფერი. საქმე ისე დასრულდა, გამოძიების მანძილზე არცერთ გამომძიებელს ან პროკურორს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ ჰქონიათ არცერთი კითხვა… არაფრად ჩააგდეს ეს ადამიანი… იქნებ და იბრალებდა [იმ დანაშაულს], ასე რომ ითხოვდა პრემიერი. გამოძიებამ საქმე დაასრულა ისე, რომ მზია ამაღლობელმა გამომძიებლები და პროკურორები პირველად ნახა სასამართლო პროცესზე“ – თქვა მაია მწარიაშვილმა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)