|
2025-07-28 15:22:36, 1872 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე შევძლებთ
ივანიშვილს ჰყავს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია „გორბი“, რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები მათ შორის, ოპოზიციურ ველზე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „გუშინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი რიცხვები გამოაქვეყნა “. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი. ივანიშვილს ჰყავს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია „გორბი“, რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები მათ შორის, ოპოზიციურ ველზე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე. გუშინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა კალენდარულად და კონსტიტუციურად მოდის თვითმმართველობის არჩევნები. ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას. ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები, იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით. ბოიკოტის პირობებშიც კი მარცხდება ივანიშვილი კონკრეტული შედეგებით“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ. კუპრაძის თქმით, „ისინი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე შეძლებენ“. „ჩვენ ოპოზიციურ, პროდასავლურ საზოგადოებას მოვუწოდებთ - სწორად გავიაზროთ ივანიშვილის რუსული სტრატეგია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ვუპასუხოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეშინია - ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა გარდაუვალია და ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის, ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)