12:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-28 13:31:41, 1574 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ღარიბაშვილის კლანის დაჭერა უნდათ

ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევა და რამდენიმე პირის დაჭერა, სინამდვილეში არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევა და დაჭერა. ერთმანეთს არიან დარეულები, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილისა და კიდევ ორი პირის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა“.

„თავდაცვის სამინისტროში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ეს დაჭერები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვასა და კორუფციას არ უკავშირდება. ეს შიდა კლანური ბრძოლაა. „ქართული ოცნება“ კრიზისშია. იქიდან ევროკავშირის ძალიან მკაცრი პოზიცია გაირკვა, აქედან აშშ-ის ადმინისტრაცია ამათ არ ეკონტაქტება, ფაქტია. არიან კრიზისში და ერთმანეთს დაერივნენ. ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევები და ეს დაჭერები, სინამდვილეში, არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევები და დაჭერები. ერთმანეთში რომ არიან დარეულები, მაგას ნიშნავს და მეტს არაფერს. თავდაცვის სამინისტრო, კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლა არაფერ შუაშია. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა, დაძირვა და არიან ერთმანეთს დარეულები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვლადიმერ მხეიძე. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics