|
2025-07-24 13:41:35, 2492 ნახვა
ეკონომიკა
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
AI-ს საერთაშორისო დღის ფარგლებში, სპეციალურად თიბისი IT აკადემიის ალუმნისთვის AI Meet-up გაიმართა, რომელსაც 100-მდე სტუდენტი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც თიბისი IT აკადემიისა და თიბისის Data & AI გუნდის ერთობლივი ორგანიზებით შედგა, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თიბისის AI და მონაცემთა მიმართულების ლიდერების ინსპირაციულ Spark Talks-ებს, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ტექნიკურ ასპექტებს - მონაცემთა დამუშავებიდან დაწყებული, Generative AI-ის გამოყენებით ეფექტური ბრძანების წერის ტექნიკებით დასრულებული. ღონისძიების მეორე ნაწილი განსხვავებული კონცეფციით წარიმართა - ინტერაქციული Dilemma Game-ის ფორმატში. მონაწილეებმა გუნდებად იმუშავეს რეალურ ბიზნეს-ქეისებზე. თამაში ფოკუსირებული იყო AI სისტემების უზუსტობებზე, ეთიკურ საკითხებზე, რისკების მართვასა და მომხმარებელზე ალგორითმული გადაწყვეტილებების გავლენაზე. "ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ მიდგომას - ხელი შევუწყოთ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების გაძლიერებას" - თქვა თათა ანჯაფარიძემ, თიბისი IT აკადემიის ლიდმა, რომელიც მონაწილეებს აკადემიის ტექ კომუნის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. თიბისისთვის AI არის ყოველდღიურობის ნაწილი, სტრატეგიული მიმართულება და ქვეყნის ციფრული მომავლის შენების ერთ-ერთი მთავარი ძრავა. 2014 წლიდან დღემდე, თიბისი არაერთ მნიშვნელოვან AI პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის კომპანიის შიდა პროცესებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. უკვე წარმატებით განხორციელდა მრავალი ინიციატივა; ხოლო რიგი მასშტაბური პროექტები რეალიზაციის პროცესშია. თიბისი გეგმავს, მომავალშიც აქტიურად განავითაროს AI ეკოსისტემა ქვეყანაში, დარჩეს მისი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და წამყვანი მოთამაშე როგორც ბიზნესში, ისე განათლებისა და ინოვაციების სფეროში.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)