13:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 19:43:07, 1962 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ამ ფარსში არ შევდივართ.

“ბოლო თვეებია ვაცხადებთ, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ — საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ამ ფარსში არ შევდივართ. ნომერი 5 გვჭირდება იმ დღისთვის, როდესაც საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - “ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვამბობთ, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლას არ ვაპირებთ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ ტარდება, შესაბამისად ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ შევუწყობთ, ივანიშვილის წისქვილზე წყალს ვერ დავასხამთ, მაგრამ ჩვენი ნომერი - 5, რომელიც ბოლო 22 წელია გვაქვს და არის ჩვენი პარტიული იდენტობის ნაწილი, ჩვენს ბრენდშიც არის ეს, რა თქმა უნდა, ამის შენარჩუნების სურვილი გვაქვს. დიახ, მივმართეთ, რომ ეს ნომერი არ წაიღოს “ოცნებამ”, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს 5 ნომერი, თუ ვინმეს აინტერესებს ფორმალურად ჩვენ შევალთ თუ არა ამ სპეცოპერაციაში, მაშინ დაელოდონ 4 აგვისტოს როდესაც არის საბოლოო ვადა არჩევნებში დარეგისტრირების და მაშინ დარწმუნდებიან, რომ არ შევდივართ ამ სპეცოპერაციაში. ხოლო რაც შეეხება 5 ნომრის შენარჩუნებას, ამაზე სპეციალური პიარი არ წამოგვიწყია, რადგან ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ეს ციფრი იმისთვის, როდესაც ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ციხეში არ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics