13:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-17 12:28:48, 1481 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე- ივანიშვილის გადაწყვეტილებით ოთხი მილიონი ქართველი სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდა

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით ოთხი მილიონი ქართველი სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის ტრაგედია.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.

“უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მოგზაურობასთან დაკავშირებით დამატებითი ბარიერების შექმნა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებისთვის, ეს იქნება ისტორიული ტრაგიკული მოვლენა, რადგან ჩვენ ისევ ვემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას და ივანიშვილის გამო სანქცირდება ოთხი მილიონი ქართველი. ამ საკითხზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, რადგან დასანქცირდეს

“ოცნების” და ივანიშვილის გარემოცვის 15 წევრი, რადგან ივანიშვილის მთავარი მოკავშირე ევროკავშირში - ორბანი, ბლოკავს ამ სანქციების პაკეტს, ამის გამო ივანიშვილი მიდის იმაზე, რომ ოთხი მილიონი ქართველი დასანქცირდეს, ეს არის ივანიშვილის ნება და ამის შეგუება ვისაც უნდა შეეგუოს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება იმდენად დიდი დარტყმა საქართველოსთვის, იმდენად დიდი ცვლილების მომტანი იქნება ჩვენი საგარეო კურსისთვის და იმდენად შეიცვლება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიდგომა, რომ ჩვენ უფრო მეტად ბევრი აქტიურობა გვმართებს. ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო და ასე იქნება, რომ როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე აშშ-ში რა მოთხოვნაც გვაქვს, უნდა დასანქცირდეს “ოცნების” კონკრეტული მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები, მაგრამ ივანიშვილის ნებიდან გამომდინარე და მისი გადაწყვეტილებით

, “ოცნება” მზად არის დაასანქცირის ოთხი მილიონი ქართველი, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ რეჟიმის ცვლილება არის არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ აუცილებელი.

ეს რვა პუნქტი არის მთლიანად სამართლებრივი საკითხები. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ საფუძვლად უდევს სამართლებრივი საკითხები და იმ რვა

პუნქტში ასახულია ეს ყოველივე. რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, დამერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ ციხეში, მედიას რომ არ დევნიდნენ და ა.შ. ეს საკითხი საერთოდ არ დადგებოდა, მათ შორის ის რვა პუნქტიც. 

ერთი არის ფორმალურად, სამართლებრივად რა მოთხოვნებიც არაბების და მეორე არის ევროპარლამენტარების, მათ შორის კაია კალასის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებები, სადაც საუბარია როგორც პოლიტპატიმრების პრობლემის სიმწვავეზე, ისე მედიის თავისუფლებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics