|
2025-07-17 12:25:34, 5260 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება პირდაპირ იყო ჩართული ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ საქართველოს აუკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება. "კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ოღონდ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ, რომ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი არ წამოუჩინონ, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირისთვის რა იყო დამახასიათებელი - ეს ულტიმატუმები ასე მოჩანს, რადგან ეს არის ულტიმატუმები. ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხედავდნენ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში დაცული იყოს ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დავუშვათ რევოლუციური პროცესები. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ არის შესაბამისობაში ყველა კანონი და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფინანსდებოდა საქართველოში ძალადობა და ექსტრემიზმი და რატომ არ ისმის დღემდე ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ამაზე უნდა მივიღოთ პირველ რიგში პასუხი და მერე გადავიდეთ ყველაფერ დანარჩენზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)