17:17 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:22:59, 701 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა

 „რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა, ეს არის რეალობა”,-ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ აბაშიძემ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე  აბაშიძე-კარასინის   ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“მინდა ამ დიალოგის შედეგებზე მოგახსენოთ, ჩვენმა მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად  მოიშალა 2008 წლის ომისა და შემდგომი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად  აღიარების შედეგად. საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა, ჩვენ გარკვეულ წილად შევამცირეთ ეს და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით, რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდა პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა, ეს არის რეალობა, მეკითხებიან ხოლმე კიდევ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა რუსეთთან დიალოგმა, სჯობს ამის თაობაზე კითხოთ ქართველ გლეხებს, მეღვინეებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს, კომპანიებსა და ათსობით ადამიანს ამ სფეროში, ტურიზმის სექტორში ჩართულ უამრავ ხალხს, კითხეთ ჩვენს ფინანსისტებს თუ რა თანხები შედის ბიუჯეტში ყოველივე ამისგან, მილიონამდე რუსი ტურისტისაგან, ეს ხომ ახალი სამუშაო ადგილებიც არის?! რა მოიტანა დიალოგმა- დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთში, მათ ახლობლებს, მათგან ალბათ პასუხს მიიღებთ, კითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა, ეს ხალხიც ჩვენი ხალხია”,-განაცხადა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics