2025-07-14 22:46:22, 1768 ნახვა
პოლიტიკა
ლატვია 55 საქართველოს მოქალაქე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლატვიამ საქართველოს 55 მოქალაქე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.
მივიღე გადაწყეტილება, საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო არასასურველ პირთა სიაში. ამ პირებს ლატვიაში შესვლაზე შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ. -წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,