11:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 18:45:35, 1304 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძეს კვლავაც იმედი აქვს რომ შესუსტდება დიფ სთეითი ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი" ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც "ოცნების" პრემიერმა აღნიშნა, „დიფ სთეითი" ეფუძნებოდა სამ ძირითად ცენტრს, ეს იყო თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია, ბრიტანული ბიუროკრატია და ევროკავშირის ბიუროკრატია.

„დღეს აშშ-ში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის და ასეთ პირობებში, მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი" იყენებს პირველ რიგში, ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას, რასაც ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. ხედავთ, რომ სწორედ ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი" ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics