12:58 - 20 Oct, 2026
|
2025-07-14 15:24:35, 1960 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ბაჩიაშვილი ვივამედში 11 ივლისს მოათავსეს - კლინიკის დირექტორი
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი კლინიკაში 11 ივლისს გადაიყვანეს, თუმცა ჩხაიძე ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა. მისი თქმით, ბაჩიაშვილის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღინიშნა, მათ შორის თავის არეში. ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილს შესაბამისი დახმარება გაეწია. „ის სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ იქნა გასინჯული და მათი რეკომენდაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწერეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)