|
2025-07-11 14:05:38, 2770 ნახვა
საზოგადოება
„იკითხე მეტი“ - წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია
საქართველოს ბანკმა, ახალი კამპანია — „იკითხე მეტი“ წამოიწყო. ინიციატივა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციაა. ქალაქის ქუჩები სავსეა ციტატებით, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად იმახსოვრებენ, ფოტოებს უღებენ,თუმცა მათი ავტორები და კონტექსტი ბევრისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ, პროექტი მიზნად ისახავს ციტატების მიღმა არსებული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენას და მისი წაკითხვის წახალისებას. კამპანიის პირველ ეტაპზე ქალაქის კედლებზე არსებულ ლიტერატურულ გრაფიტებზე სპეციალური სტიკერები გამოჩნდა. „იკითხე მეტის“ სტიკერები, QR კოდთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაიგონ, თუ ვინ არის კონკრეტული ციტატის ავტორი და რომელი ნაწარმოებიდან არის ის. QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი გადადის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე — ikitkhemeti.ge, სადაც თავმოყრილია ცნობილი ფრაზები და წიგნი საიდანაც ის არის აღებული. აღსანიშნავია, რომ “იკითხე მეტი” კამპანიის ფარგლებში სტუდენტები ბიბლუსში Student Card - ით გადახდისას ამ წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თუ ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკის Student Card, შეუკვეთე მარტივად აქ. „იკითხე მეტი“ გრძელვადიანი ინიციატივაა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)