|
2025-07-10 13:51:36, 1094 ნახვა
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია მედია ეთიკის მზომელად გამოცხადდა და დაადგინა, რომ სამმა ტელევიზიამ მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია
კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად ცნო და სამივე მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, მედიების წინააღდეგ საჩივარი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ შეიტანა. „საჩივრით დადგინა, რომ მაუწყებლებმა ახალი ამბების გაშუქების მომენტში საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს. ამასთან ერთად, საჩივარში ასევე სადავოდ იყო გამხდარი „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, რა შემთხვევაშიც, კანონის თანახმად, იდენტური სამართლებრივი რეგულაციები ვრცელდება, შესაბამისად, ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევებშიც ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჩივარში მიუთითებდა, რომ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლების მიერ არ მოხდა ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც მათივე მტკიცებით ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. თუმცა, საკითხის შესწავლის შედეგად კომუნიკაციების კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა, რადგანაც მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია. შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლების მხრიდან დარღვეული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლებს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა ჩადენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ასევე, კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, ასევე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები, ამ გარემოებათა ერთობლიობის საფუძველზე ComCom-მა მაუწყებლები სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)