13:40 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-08 18:33:55, 1274 ნახვა

პოლიტიკა
არაერთგზის ძალადობაში ბრალდებულმა მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.

"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მაღალჩინოსანმა გადაწყვეტილება თავად მიიღო და შს მინისტრს გათავისუფლების პატაკი დილით ჩააბარა.

მილერი ლაგაზაური ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. მას სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც.

ბრიტანეთის მიერ 2024 წლის 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირებული შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად.

ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც ("ხარება") დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა 

შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან მაისურაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics