|
2025-07-08 18:28:43, 2311 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტი ნოემბრამდე არ დასრულდება
ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტი ნოემბრამდე არ დასრულდება. ამის შესახებ BPN თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ვადის გაგრძელებასთან ერთად, სამუშაოების ღირებულება 10%-ით - 16.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება. დეტალები. შპს „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც სადგურის რემონტს ახორციელებს, და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე ახანგრძლივებენ. აქამდე, სადგურის შემოწმება, ნებართვების მიღება და ექსპლუატაციაში გაშვება 2025 წლის 1 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო. ვადების გაზრდის მიზეზი შესრულებული სამუშაოს ტექნოლოგიური ხასიათისა და სირთულის ცვლილებაა. შპს „ბადა კონსტრაქშენის“ ცნობით, სადგურის რემონტი 2025 წლის 17 ნოემბრამდე არ დასრულდება. კონტექსტი. ვარკეთილის რემონტი რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო. სადგურზე სამუშაოები თავდაპირველად 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის იანვარში, სადგურის ჭერი ჩამოინგრა. შემდეგ 14 ადამიანი დაშავდა. სადგურის შეკეთება კვლავ დაიწყო, თუმცა 2022 წელს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. „ბადა კონსტრაქშენი“ რემონტს იმავე წელს შეუერთდა და დღემდე აგრძელებს მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)