2016-03-21 10:25:09, 596 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ეწვია
საქართველოში ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ეწვია.
ევროკომისარი პირველ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან მართავს.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სესილია მალმსტრომის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან