2016-03-20 18:05:48, 480 ნახვა
საზოგადოება
სამებაში ცეცხლის მთლიანად ლიკვიდაცია ჯერ ვერ მოხერხდა
სამების საკათედრო ტაძრის ნულოვან სართულზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის მთლიანად ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის სრულად ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15-მდე მანქანა მუშაობს. ცოტა ხნის წინ, სამებაში თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან