|
2025-07-03 13:13:55, 1020 ნახვა
ეკონომიკა
წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 4.0% შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 %-ით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.5 პროცენტი). რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.7 პროცენტი), თევზეული (7.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.4 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (18.2 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.8 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)