|
2025-07-02 14:08:34, 696 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - არაფერი დაგვიშავებია, რასაც ე.წ. ოპოზიციის ლობისტები საუბრობენ
რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები და სამართლიანი - არაფერი ის არ დაგვიშავებია, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები - გარკვეულ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“. მისი თქმით, საქართველოს ტრაექტორია არ შეცვლილა და არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. „მე ვიცი, საქართველო რას ითხოვს საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან - მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. შეგვიძლია ვიდავოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით - მედიასთან დაკავშირებით „ბრიტანული კანონი“ ზღუდავს თუ არა სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება დაცული მაშინ, როცა 10-20 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარ პროსპექტს და ა.შ. ჩვენ ამ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები. არ არის სამართლიანი. არაფერი დაგვიშავებია ის, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები. არც ტრაექტორია შეცვლილა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას. არჩეულს და არა ძალით მოსულ მთავრობას. ასე რომ, ჩვენ ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)