|
2025-07-01 15:25:49, 758 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე - უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას. ბოკუჩავას თქმით, საჯაროდ დადასტურდა ის, რომ ბრიტანეთი „ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. „ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდით და სადაც ორმხრივი შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე - კორუფციონერებზე, პროპაგანდისტებზე და მათ შორის, მთავარ პროპაგანდისტ ირაკლი რუხაძეზე. ახლა, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სწორედ ფინანსური სანქციების ამოქმედება პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)