23:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 12:04:05, 622 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ოპოზიცია მყარად არის შეკრული და ბრძოლას ვაგრძელებთ

ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი - ჩვენ ყველა ერთად, სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ ამ სისტემას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და ასევე, ზოგადად, ოპოზიცია, მყარად არის შეკრული და ისინი ბრძოლას აგრძელებენ.

„რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სამოსამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვე შეუფარდა. ზუსტად 6 წუთი დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ეს არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების იარაღი. თუმცა, მინდა ყველას ძალიან კარგად ახსოვდეს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი. სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით, ყველა ჩვენ ერთად, დავამარცხებთ ამ სისტემას. ჩვენი კოალიცია არის მყარად შეკრული. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მეტიც, ოპოზიცია არის მყარად შეკრული. გუშინ რვა პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადა ძალიან კონკრეტული ართანამშრომლობის, არდამორჩილების და სისტემის დემონტაჟის გეგმა, მიდგომა, რომელიც ძალიან მალე იქცევა კონკრეტულ მოქმედებებში. ამიტომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიები და ჩვენს ყველა პარტნიორს ეცოდინება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ღირსეული ბრძოლა,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics