|
2025-07-01 10:25:10, 1113 ნახვა
ეკონომიკა
როგორ გახდა ბუდუ ზივზივაძე PLUS-ის ახალი კამპანიის სახე
2017 წლიდან 5 ივლისი, PLUS-ის დაბადების დღე, გახდა შოპინგის დღესასწაული, რომელსაც ადამიანები მთელი წელი ელოდებიან. ამ დღეს შეგროვებული PLUS ქულებით შეგიძლია 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინო. ხშირად საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გახარებისთვის თანხის შეგროვებას ვერ ვახერხებთ. PLUS ქულები კი ძალისხმევის გარეშე, ნებისმიერი გადახდისას ავტომატურად გროვდება და გაძლევს შესაძლებლობას, თამამად იყიდო ის, რის შეძენასაც დიდი ხანია გინდა. საქართველოს ბანკი მთელი წლის განმავლობაში ლოიალურ მომხმარებელს ქულებით გადახდისას არაერთს ფასდაკლებას სთავაზობს, თუმცა 5 ივლისი განსაკუთრებულია - ემოციების, სიხარულის, ურთიერთობებისა და საჩუქრების დღესასწაული, ისეთივე სახალხო და საყოველთაო, როგორიც ფეხბურთი. წელს PLUS დაბადების დღის კამპანიის სიმბოლო ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა თავი. იცოდი, რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ PLUS-ის დაბადების დღის სამზადისზე მიგვანიშნებდა? კამპანიის კრეატიული დირექტორი, ბექა მეფარიშვილი, გვიყვება, როგორ დაუკავშირდა ბუდუს ცნობილი ჟესტი PLUS ქულებს: „იდეაზე ფიქრის პროცესში ბევრი სხვადასხვა მიმართულება მოვსინჯეთ, ვეძებდით ყველაფერს, რაც ამ სიმბოლოსთან ასოცირდებოდა ფორმითა და იდეით. ბუდუც ამ პროცესში გაგვახსენდა. შევამჩნიეთ, რომ თუ მის ცნობილ აღნიშვნას 30 გრადუსით გადავხრით, პლუსის ნიშანს მივიღებთ. კამპანია მარტივ ხუმრობაზეა აგებული - თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ გვახსენებდა, რომ PLUS დაბადების დღისთვის ქულები შეგვეგროვებინა. თანაც, ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის ხდება. ეს დღე ერთგვარი სახალხო დღესასწაულია - ბუდუ კი სახალხო ფეხბურთელი. 5 ივლისს დიდ აურზაურსა და ბევრ გახარებულ სახეს უნდა ველოდოთ. ამ დღეს უამრავი ადამიანი დიდი ხნის სურვილების ასრულებას შეძლებს”. ასე შეიძლება გახდეს ერთი ჟესტი უამრავი ადამიანის დამაკავშირებელი სიმბოლო. ფეხბურთი თავისი გულშემატკივრებით, ტრადიციებით, დაუწერელი თუ დაწერილი წესებით მთელი კულტურაა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ თამაში, საჩუქრების ჩუქებაც არ არის მხოლოდ ნივთების გაცვლა, ეს არის ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულის, მეგობრობის, ემოციების გამოხატვის საშუალება. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ბანკის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. ბანკის შეთავაზებებს თუ თვალს ადევნებ, ქულების შეგროვება შენთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება, პარტნიორ ობიექტებში ხშირად 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია. თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AMEX-ზე დაგროვებულ MR ქულებს PLUS ქულებში გადაცვლი სულ რამდენიმე წამში მობილბანკის საშუალებით. გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შეგიძლია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გინდა ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს. შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს. ზოგჯერ საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების გახარება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)