17:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 18:31:18, 803 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და სატენდერო გარანტიის მიღების პირობებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყოფის გარეშე, სატენდერო გარანტიით ბიზნეს მობილბანკიდან ისარგებლონ და დრო და რესურსები დაზოგონ.

ამჯერად კი სატენდერო გარანტიის მიღების მსურველებს საქართველოს ბანკი 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

·       თუ გარანტიის თანხა ≤ 5 000 ლარია – საკომისიო 35 ლარია (100 ლარის ნაცვლად);

·       თუ თანხა > 5 000 ლარი და ≤ 10 000 ლარია – საკომისიო 100 ლარია (200 ლარის ნაცვლად);

·       თუ თანხა > 10 000 ლარი და ≤ 15 000 ლარია – საკომისიო 125 ლარია (250 ლარის ნაცვლად).

მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან შეუძლიათ, რაც 1 საათზე ნაკლებ დროს მოითხოვს.

გარდა ამისა, ტენდერის დასრულებამდე ბიზნესს არ უწევს თანხის ანგარიშზე გაჩერება, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების განვითარება და მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ვავითარებთ ციფრულ, სწრაფ და მოსახერხებელ სერვისებს, როგორიცაა სატენდერო გარანტია ბიზნეს მობილბანკში შეღავათიანი პირობებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში .

სატენდერო გარანტიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics