2016-03-19 18:48:57, 524 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა მორაგბეემა რუმინეთი ანგარიშით 38:9 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 38:9 დაამარცხა.
მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა.
აღნიშნული გამარჯვებით ბორჯღალოსნები ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს თამაშდება.
საქართველო-რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული 19 მატჩიდან 10 მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, 8 რუმინელებმა, ერთი შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან