|
2025-06-30 11:03:29, 476 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ვიზიარებ ერთიანობაზე სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება მეტი დრო
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა. სამადაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან, ზურაბიშვილის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს. „მე აბსოლუტურად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება, შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაც გზა, ერთიანი სამოქმედო გეგმა. როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო, რათა გამოიკვეთოს, რა ბრძოლის გზაზე აპირებს, დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, რადგან ამასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან მის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს, რადგან ჩვენ გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რუსული რეჟიმის დამარცხებას ჩვენ შევძლებთ მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და „ლელო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)