|
2016-03-19 16:17:34, 626 ნახვა
საზოგადოება
„მზიურის“ პარკის ტერიტორიის მოწყობასთან დაკავშირებით მასშტაბური სამუშაოები იწყება
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების უფროსებთან და ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებთან ერთად, დღეს, მდინარე ვერეს ხეობისა და „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ ვერეს კალაპოტის ფორმირების პროცესის მიმდინარეობა შეამოწმა და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა. „ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობებზე სამუშაოები დაწყებულია და ძალიან მალე დამთავრდება, პარალელურ რეჟიმში კი, ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას, გამწვანების ღონისძიებებს. განხორციელდება სკოლის შენობის დემონტაჟი, რომელიც ამას აუცილებლად საჭიროებს და შესაბამისად, მოსწორდება ტერიტორია. მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებს ყველა სამსახური, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, იყოს სათანადოდ გამწვანებული, მოწესრიგებული, ისე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამ ტერიტორიაზე გაივლის, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დაისვენონ, რაც ყველაზე მთავარია. „მზიური“ დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, საკმაოდ საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის - მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ სულ სხვა ეფექტი ექნება ვერეს ხეობას”,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის დავალებით, მდინარე ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება, მოსწორდება ტერიტორია და მდინარის კალაპოტის ფორმირება მოხდება. ამასთან, განხორციელდება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დემონტაჟი, იქვე მდებარე მიწისქვეშა გვირაბში კი დამონტაჟდება განათება და დაიგება ახალი ფილები. დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, მოინიშნონ ის ადგილები, სადაც უახლოეს პერიოდში ხე-მცენარეები დაირგვება. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება დაიწყება. დედაქალაქის მერის დავალებით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ქვეითთა გადასასვლელი ხიდები, სანიაღვრე ქსელები და ვერეს ხეობაში, ახალაშენებულ ხიდთან საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება. „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისადა საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)