18:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 15:38:48, 693 ნახვა

საზოგადოება
„გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის რეპეტიციას დაესწრნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის რეპეტიციას დაესწრნენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ინიციატივით გაიმართა. შესრულდა კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი ბენეფიციარებს  კომპოზიტორების შესახებ გაესაუბრა და  მათი შემოქმედება გააცნო. გარდა ამისა, გოგონებმა  მოისმინეს  საინტერესო ამბები კლასიკური მუსიკის ისტორიიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა იუსტიციის მინისტრსა და სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" შორის, 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. „გოგონათა კლუბი“  იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია გოგონებმა თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცებტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა მოზარდებში სამართლებრივი,  სამოქალაქო და კულტურულ-შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება, თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების ხელშეწყობა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics