|
2025-06-27 16:28:20, 815 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - 29 ივნისს მე რუსთაველზე ვიქნები და ერთად ვაჩვენებთ, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება. როგორც მან აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე გავიდეს ყველა - პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე“. „ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით - ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში - ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ. ეს ის დღეა, როცა ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ - პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე. მე იქ ვიქნები, თქვენ იქ იქნებით, ჩვენ ერთად დავდგებით და პასუხად დავანახებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, საზოგადოება, წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)