|
2025-06-27 15:00:08, 871 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები
შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ განუცხადა. „პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. პრემიერმა წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით. გაკეთებული იყო სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. ასევე, საუბარი შეეხო გამოწვევებს და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები. ცხადია, არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული. პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან, ხელისუფლებასთან ერთად, მინდა წარმატებები ვუსურვო. მომავალი წლები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ასევე, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ პროექტებს. „ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტებს, ყველა რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი პროექტები განხორციელებული. ცხადია, არსებობს გამოწვევებიც. მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვიტყვი, რომ თბილისში 2017 წლიდან მოყოლებული შთამბეჭდავი პროექტები განვახორციელეთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეების შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება-განახლება თუ სხვა. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემებიც, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მომდევნო ოთხი წელი იქნება ასევე მნიშვნელოვანი. მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)