|
2025-06-26 17:14:06, 690 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო
პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ცნობისთვის, 25 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა I მოსმენით მიიღო. ხოლო II მოსმენით 26 ივნისს. ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც. კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება. გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს ქართული ოცნება 100-დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს რომ ის, კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება. ამის შესახებ მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. მათიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომელთანაც კონსულტაციის საფუძველზე კანონპროექტში აღნიშნული გარდამავალი დებულება ჩაამატეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)