04:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 15:49:19, 639 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ

გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მანდატების გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ „ბენეფიტებს”, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ.

„გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გააზრებულად არ შემოდიოდნენ, არ ესწრებოდნენ პარლამენტის სესიებს და არ მონაწილეობდნენ პროცესში, რა თქმა უნდა, კანონისა და შესაბამისი მუხლების მიხედვით მათ მანდატი უუქმდებათ, რაზეც პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდგომ, ისინი მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. არასწორი და მცდარია ნებისმიერი სხვა კონკრეტული ფაქტის მიბმა იმაზე, რომ ჩვენ რეგლამენტს აღვასრულებთ და როდესაც დეპუტატი აცდენს სხდომებს და არ ესწრება, უუქმდება მანდატი“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და წესით და რეგლამენტით მოუწია ვადა, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტა განიხილონ.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ კანონის ფარგლებში ჯდება, რომლითაც პარლამენტი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics