18:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 13:16:51, 666 ნახვა

საზოგადოება
ფარმა მონიტორინგი: ჰუმანითის კარდიოლოგიური პრეპარატები ანალოგებთან შედარებით 45%–ით იაფია

ფარმა მონიტორინგმა მედიკამენტების ჯგუფების მიხედვით ფასებზე მონიტორინგი დაიწყო. კარდიოლოგიური ჯგუფის კონკრეტულ მედიკამენტებზე დაკვირვების შედეგები ჯანდაცვის პლატფორმამ გაავრცელა. ფარმა მონიტორინგის მიერ გავრცელებული გრაფიკები ნათლად ასახავს, თუ რომელი მწარმოებელი რა ფასად სთავაზობს მომხმარებელს კარდიოლოგიური ჯგუფის კონკრეტულ პრეპარატებს.

როგორც N1 გრაფიკზე ჩანს, ამლოდიპინს მომხმარებელს ყველაზე იაფად „ჰუმანითი ჯორჯია“ სთავაზობს.  მის მიერ იმპორტირებული „ამლოდიპინი–ჰუმანითი“, სხვა მწარმოებლებთან  შედარებით, საშუალოდ 43%–ით იაფია. 

ანალოგიური ვითარებაა კარდიოლოგიური ჯგუფის სხვა პრეპარატებთან მიმართებითაც.  კერძოდ, როგორც გრაფიკებზეა (N 2, 3, 4, 5) მოცემული, ჰუმანითი–ბისოპროლოლის შეძენა სხვა მწარმოებლებთან შედარებით საშუალოდ 53%–ით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი;  ჰუმანითი–ტრიმეტაზიდინი  45%–ით, ჰუმანითი – პლექსა 33 %–ით, ხოლო ჰუმანითი – კლოპიდოგრელი 49%–ით იაფად იყიდება სააფთიაქო ქსელებში. 

შესაბამისად, ფარმა მონიტორინგის დაკვირვების შედეგად, აღნიშნულ კარდიოლოგიურ პრეპარატებს მომხმარებელს ჰუმანითი საშუალოდ 45 %–ით იაფად სთავაზობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics