|
2025-06-24 16:10:04, 755 ნახვა
სამართალი
მოსამართლეების თვიური თანამდებობრივი სარგო იზრდება
უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული მოსამართლეების თვიური თანამდებობრივი სარგო იზრდება. ამ მიმართულებით ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით გამოითვლება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაა შეფასებული. BPN-ის ინფორმაციით, 2025 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. შესაბამისად, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თვიური თანამდებობრივი სარგო 14 600 ლარს გაუტოლდება (საშემოსავლოს გამოკლებით ეს თანხა 11 680 ლარი იქნება). ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანაზღაურება გაუთანაბრდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოს, როგორებიც არიან - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელთა ანაზღაურებაც ასევე ყველაზე მაღალი 10-კოეფიციენტით გამოითვლება. კანონპროექტით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიხედვით, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მოსამართლეთა თვიური სარგო ასეთი იქნება: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 14 600 ლარი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 13 432 ლარი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 13 140 ლარი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა უზენაეს სასამართლოში – 12 410 ლარი; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 12 264 ლარი; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 12 118 ლარი; სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 11 972 ლარი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში – 11 826 ლარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 11 972 ლარი; სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 11 388 ლარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე - 11 388 ლარი; სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 10 950 ლარი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე/მაგისტრატი მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში – 10 512 ლარი. ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით არის განასზღვრული: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა – 7 000 ლარი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა – 6 500 ლარი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 6 300 ლარი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა – 6 000 ლარი; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 5 800 ლარი; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 5 600 ლარი; სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისა – 5 300 ლარი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა – 5 000 ლარი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა – 4 600 ლარი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისა – 4 300 ლარი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლისა – 4 000 ლარი; რეზერვში მყოფი მოსამართლისა – 500 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)