|
2025-06-24 14:23:09, 931 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება. სწორედ ამ თარიღისთვის გადადო მოსამართლემ სხდომა, სადაც ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა ჩვენებას გვარამია და ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებით. თუ გვარამია აღნიშნულზე უარს განაცხადებს, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, მზად იყვნენ დასკვნითი სიტყვების სათქმელად. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს და მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. სხდომას ნიკა გვარამია არ დასწრებია. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, მან უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებაზე. ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)