|
2016-03-19 11:24:44, 606 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში ნახატებისა და ესეების კონკურსი გამოაცხადა. შსს-ს ინფორმაცით, კონკურსის მთავარი თემა იყო „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“. სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი 150 ესედან და 300 ნახატიდან სპეციალური ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებული და 21 გამორჩეული ნაშრომი გამოავლინეს. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე - არჩილ თალაკვაძე; შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია; ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე; ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე; ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი; „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე; მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი; მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)