|
2016-03-19 09:37:25, 606 ნახვა
საზოგადოება
კამპანია "ეს შენ გეხება" დღეს აქციას გამართავს
კამპანია „ეს შენ გეხება“ დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 13:00 საათზე, ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება. კამპანიის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ არცერთი ჩვენგანის პირადი ცხოვრება არ არის დაცული. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ჩვენგანის, მათ შორის არც შენი, პირადი ცხოვრება არ არის დაცული", - აღნიშნავენ კამპანიის წარმომადგენლები. "ისევ ავრცელებენ ძველ კადრებს და გვითვალთვალებენ, რომ მომავალში გაავრცელონ. ჩვენ გვინდა, რომ სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება, გვინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, მაგრამ შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევცვლით. თუ არ გინდა, რომ გითვალთვალებდნენ, თუ არ გაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, თუ არ გინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ასე აშანტაჟებდნენ", - წერია კამპანიის ბროშურაში, რომელსაც წარმომადგენლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ. ცნობისთვის, 2012 წელს მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წყალობით შეიქმნა თანასწორი საარჩევნო გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)