12:57 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 13:32:03, 1110 ნახვა

სამართალი
გივი თარგამაძის საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, განაჩენი 27 ივნისს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა ბრალდებულ თარგამაძის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics