13:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 19:04:44, 31085 ნახვა

რეგიონი
რევაზ სოხაძე სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ  პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრებთან ერთად დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული ობიექტები. აქტუალურია წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხები. მუნიციპალიტეტში, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შიდა გზების მოწესრიგებას, ასევე დაიწყება წყალმომარაგების სისტემის პროექტირება. დავათვალიერეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც, გვქონდა შეხვედრა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ბენეფიციარებთან, პრობლემის მოსაგვარებლად შევეცდებით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავიწყოთ  სკოლის მშენებლობა”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მინისტრი წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 14-კილომეტრიანი მონაკვეთიდან უკვე დასრულებულია 7 კმ-ის რეაბილიტაცია, დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.

რევაზ სოხაძემ შეხვედრა გამართა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ, 470 მოსწავლე დროებით N2 სკოლაში სწავლობს. როგორც სოხაძემ განმარტა, სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და წალენჯიხის N1 სკოლის პროექტირებისა და მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება. სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა – სოფლებში ჯგალსა და ობუჯში შენდება ორი 50-ბავშვზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული ბაღი. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყალმომარაგების კუთხით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხასა და ჯვარში. წალენჯიხაში სრულად განახლდება 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა, რომელიც 6,250 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. ქალაქ ჯვარში სისტემა უკვე ამოქმედდა, ხოლო ჭაბურღილის დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მინისტრი სოფელ ჯგალშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics