16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 17:17:03, 1611 ნახვა

სპორტი
მეჭიაური: პატრიარქს გვილანძღავენ და მე უნდა ვურჩიო სიტყვები, როგორ ვთქვა, რომ „ის ერთი ადგილი“ უფრო ლამაზად გამოჩნდეს?!

"რა არის აქ დისკრიმინაციული? კულტურულად აბა როგორ არის მითხარით? ან იქნებ უფრო გრამატიკულად? ლგბტ პირებით - ამის ხსენებით შინაარსი შეიცვლება?", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა  თამაზ მეჭიაურმა  „იდენტობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით,  მის მიერ დილით გაკეთებული განცხადების თაობაზე  საუბრისას აღნიშნა.

 "ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან „გაპიდარასტებას“ იწყებენ მგონი ზოგიერთები“ - ამ განცხადების გამო მეჭიაური დისკრიმინაციული გამონათქვამის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

"რა არის აქ დისკრიმინაციული? კულტურულად აბა როგორ არის მითხარით? ან იქნებ უფრო გრამატიკულად? ლგბტ პირებით? - ამის ხსენებით შინაარსი შეიცვლება? რატომ იმაზე არაფერს ამბობენ პატრიარქზე რასაც თვითონ ლაპარაკობენ? დავუშვათ მათი (იდენტობა) იდეური თანამოაზრე თეა თუთბერიძე,  ფეისბუქის გვერდის შეექმნის  ინიციატივით გამოდის. მაგალითად, ასეთის, „მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი“. ასეთ რაღაცებს რომ აქვეყნებს, ეს არაა დისკრიმინაციული?! ერთი ფესვებიდან რომ არიან აღმოცენებული. სხვათაშორის, საიდანაც თეაა აღმოცენებული,  ესინიც იქიდან არიან. ზუსტად ერთ ხმაში ლაპარაკობენ. სიტყვა როგორც კი რაღაც ცოტა ყურს მოხვდება მათსას,  ეგრევე რომ  ყველას ლანძღვას იწყებენ და ამ დროს თვითონ წამლავენ ყველას, მათ შორის პატრიარქს, რომელსაც ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს საქართველოში  და ყველაზე მეტად ეროვნულია. ამ ეროვნულს რომ  ყველაზე მეტად გვილანძღავენ, მე უნდა ვურჩიო სიტყვები როგორ ვთქვა,  რომ  ის ერთი ადგილი უფრო ლამაზად გამოჩნდეს?!. მას შემდეგ, რაც პარლამენტის 80-მა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ხაზსს ვუსვამ, არა მხოლოდ მართლმადიდებელის,  ნების შესაბამისად, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა ითვლება ოჯახად,  კონსტიტუციის გასამყარებლად როგორც კი  მიიღო ინიციატივა, გუშინ შევიდა პარლამენტში და მიმდინარეობს ამის განხილვა, გარკვეული ძალები,  რომლებმაც ახლა იდენტობა წამოწიეს წინ, ცდილობენ, ყველანაირად ხელი შეუშალონ ამ საკონსტიტუციო  ცვლილების მიღებას  და ამ მიზნით აწყობენ აქციებს. ალბათ, შემდეგ გადაინაცვლებენ სხვაგან  და ა.შ. ", - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს"

მისივე თქმით, "იდენტობის" წარმომადგენლებისა და მათი თანამოაზრეების მხრიდან,  უმრავლესობაზე ტერორი ხორციელდება:

" რათა  მათი დამკვეთების ნება-სურვილი შევასრულოთ. ესაა მთავარი და არა ერთ სიტყვაზე გამოკიდება,  ვის რომელი სიტყვა მივუსადაგოთ. შინაარსი, რაც არ უნდა მივისადაგოთ, იგივე იქნება", - აღნიშნა მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics