17:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 16:23:30, 515 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიამ „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ტექნოლოგიების პარკში (ტექნოპარკი) გამართულ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სიტყვით გამოვიდა და აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს  ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ჩინეთისა და იაპონიის ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტირების ხელშეწყობას“, - განაცხდა დანელიამ  სიტყვით გამოსვლისას.

უწყების ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების მოკლე ანგარიში წარადგინა.

ოთარ დანელიამ მელიორაციის მიმართულებით ინოვაციური პროექტების, აგროდაზღვევის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის პროექტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპარაციის, საექსტენციო მომსახურების გაძლიერები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სასურსათო უსაფთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული დარგის განვითარებისთვის სამინისტროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics