10:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 16:39:23, 2302 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ამის შესახებ კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს ინფორმაციას.

„ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის მთლიანობას.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღამით დარტყმა განხორციელდა ოდესის კინოსტუდიაზეც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინემატოგრაფიული ცენტრია. მთლიანად განადგურდა ერთ-ერთი ფილმის დეკორაციები. დაცვის ოპერატიული მოქმედებებით ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics