17:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 18:19:54, 539 ნახვა

საზოგადოება
"ცენტრ პოინტის" დაზარალებულები პრემიერს დახმარებას სთხოვენ

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები  მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში  შეიკრიბნენ. 

ისინი მშენებარე კორპუსებში შესყიდული კუთვნილი  ფართებით  დაკმაყოფილებას ითხოვენ და სურთ,  საქმე პრემიერმნისტრმა  კონტროლზე აიყვანოს. ერთ-ერთი დაზარალებულის ნარგული ქემოკლიძის განცხადებით, რჩეულიშვილებს წინა და დღევანდელ  ხელისუფლებაშიც მფარველები ჰყავს:

"11 წელია, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები ვართ, წლიდან წლამდე მოტყუებით, დაპირებებით  გადიოდა წლები  და ახლა, როცა ახალი მთავრობა მოვიდა, დაიჭირეს, ჩვენ იმედი მოგვეცა.  მოხდა ისე, რომ არც ერთი მობინადრე არ ვართ დაკმაყოფილებული, უფრო მეტიც, ვისაც დამთავრებული გვაქვს ობიექტი, საშიშროების  წინაშე შეიძლება დავდგეთ, რომ ყადაღა მოიხსნას და გადააბარონ  რჩეულიშვილებს და მათ განკარგონ.  აქ არის  სრული ქაოსი, სადაც ვართ 6 200 დაზარალებული ერთ მხარეს, სამი თაღლითი მეორე მხარეს, თავს იმართლებენ იმით, რომ ორ სუბიექტს შორის არის დავა. არ არის  ეს ორ სუბიექტს შორის დავა. ეს არის კრიმინალური  ჯგუფი, რომელიც ყველა მთავრობაში როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. ჩვენ  დაზარლებულებს კი, პატრონი არ გვყავს",-აცხადებს ნარგული ქემოკლიძე.

დაზარალებულებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ:

"იმედებით და ოპტიმიზმით სავსე ვიყავით, შევხდით კვირიკაშვილის იურისტებს და ისევ ახსენეს, ორ სუბიექტს შორის დავა. ნუთუ, არ შეიძლება, რომ ჩვენი საკითხი აიყვანონ კონტროლზე და  არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ პროკურორზე, ერთ გამომძიებელზე.ბოლოს როდის იყო რჩეულიშვილების სასამართლო საერთოდ არ მახსოვს იმიტომ, რომ  იყო საუბარი, ხან ვიღაც დაეღუპა, ხან რა, ხან რა. როგორც უნდათ ისე აგრძელებენ დღეს თაღლითობასაც, მფარველებიც კარგად ყავთ, ძალიან პესიმისტურად ვართ, არვიცით, რა გველოდება წინ.

1 თვის წინ შემოვიტანეთ წერილი, კიდევ შემოიტანეთო და  ნელ-ნელა რეაგირებას მოვახდენთო. რა რეაგირება უნდა მოახდინონ ნელ-ნელა, როცა 11 წელია ქუჩაში ვართ. ჩემს ობიექტს ყადაღა ადევს და რჩეულიშვილმა მოტყუებით მოგვაწერინა ხელი, შეიძლება კიდევ გაასხვისონ, აქვთ ამის მცდელობა",-აღნიშნა ნარგული  ქემოკლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics