01:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 14:56:34, 1105 ნახვა

ეკონომიკა
ULC ტერმინალმა ახალი ლოჯისტიკური ჰაბი შექმნა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.

ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ULC ტერმინალმა ახალი სასაწყობე ჰაბი შექმნა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული.

ახალი სასაწყობე მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და საბაჟო საწყობს, საოფისე, კომერციულ და ადმინისტრაციულ შენობებს აერთიანებს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჰაბი უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხო დამუშავებას და ხელს უწყობს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე სწრაფად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ტრანსპორტირებას.

„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სასარგებლო პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟმში აგრძელებს. ULC ტერმინალის პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა საბაჟო სერვისს. ეს კი საშუალებას მისცემს იმპორტიორებსა და საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს, ეფექტურად მართონ და დაგეგმონ ლოჯისტიკური პროცესები. პროცედურები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის, საწარმოსა და სატრანსპორტო პროცესების უწყვეტ ჯაჭვს. გვჯერა, რომ კომპანია ამ მიმართულებით ბაზარზე მომსახურების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 10,000 კვ.მ ფართობის ლოჯისტიკური სივრცის განვითარება. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას,“ — აღნიშნა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics