|
2025-06-03 14:55:21, 707 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან წერილი მიიღო
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან შვედეთის პრემიერისგან მიიღო პერსონალური წერილი, სადაც „დიდი წუხილია გამოთქმული იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით“. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ „ელოდებიან, საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების“. „მინდა გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რომ რეალურად, სამოქალაქო სივრცე ძალიან შეზღუდულია და კიდევ უფრო იზღუდება. ამასთან, ის რომ ეს არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ მთავრობისთვის. თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული გზის; რომ დარჩეს, როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. [წერილში აღნიშნულია, რომ] ამ კუთხით, ჩვენ ვაკვირდებით დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისო. ამასთან ის, რომ ჩვენ, ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ საქართველოს მდგომარეობის ამ მკაფიო დაკვირვებასო. ვრჩებით, როგორც დიდი მხარდამჭერი მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ამ კრიზისიდან გამოსვლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ არის ერთი და მხოლოდ ერთი - ახალი საპარლამენტო არჩევნები. არც ერთ სხვა ფორმას, არც ერთი სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმა თქვეს და ანტიევროპული, როგორც ევროპელები ამბობენ. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)