01:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 14:14:29, 468 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ახლა გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლაში; გარედან სანქციები და შიგნიდან „პრესინგი“

ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა - მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ქვეყნის შიგნით საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და საერთაშორისო ძალისხმევაა.

„ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა. დიქტატურის გაფორმება დაწყებულია ასევე იმ კანონებით, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად შეტევა მიდის ყველა იმ თავისუფალ კუნძულზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში არსებობდეს. ახლა კი მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საზოგადოების აბსოლუტურ მობილიზაციასა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უნისონში უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევასთან. ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის დარჩენილი - გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ასევე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობაც შეაფასა. მისი თქმით, იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა საქართველოა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება.

„ამ ვითარებაში არა თუ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. ყველა წინაპირობა დანგრეულია - სახელმწიფო მიტაცებულია და ამ გადაწყვეტილებით ხალხს ციხეში ტოვებ. არ არსებობს არანაირი სადამკვირვებლო ფუნქცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც პარტიებს აუქმებენ. როცა თავად დასცინიან იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ - ეუბნებიან შეიძლება გაგაუქმოთო! სამადლოდ უხდიან საქმეს!

ვისაც ჰგონია, რომ სხვა, არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ხმებს დაეპატრონება იდიოტია და არც არჩევნები იცის. ამ თვითმმართველობის არჩევნებით თავის „გაპრავება“ და გამშვენიერება უნდა ამ სიმახინჯეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. არჩევნებში მონაწილეობას ქართული საზოგადოება არავის არ აპატიებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics