|
2025-06-02 13:32:53, 1081 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი x კინო გზაზე - თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქართული ფილმები თქვენს ქალაქებში მოდიან. კინო გზაზე - ქართველი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას იწყებს და წელს, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდება. 6 ივნისიდან, კინო გზაზე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრება. პროექტის გამხსნელი კინოჩვენება კახეთში, თელავში გაიმართება. სწორედ, აქედან დაიწყებს თანამედროვე ქართული კინო ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას. თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი, ქობულეთი, ვანი - ეს ის ლოკაციებია, სადაც მოძრავი ეკრანი ივნისსა და ივლისში გაიშლება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, მოეწყობა ღია დისკუსია პროექტის ავტორებთან და ფილმის რეჟისორებთან ერთად. კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კინო - საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურული მედიუმია. ის აერთიანებს და აჩვენებს ადამიანურ ისტორიებს, ქმნის საერთო ემოციურ გამოცდილებას. კინო იწყებს დიალოგს, აჩენს კითხვებს, გვაწვდის პასუხებს და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ინსპირაციას აძლევს ახალ იდეებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცნობიერებას. კულტურის განვითარება და ხელოვნების მხარდაჭერა, რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება და შესაძლებლობების შექმნა, რომ ყველამ შეძლოს თანამედროვე ხელოვნების განცდა და მასში თანამონაწილეობა, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანების დაახლოება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და საერთო ღირებულებების გაღრმავება. კინო გზაზე იწყება - ემოციებით, საინტერესო ისტორიებითა და ახალი თავგადასავლებით!
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)