03:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 14:23:08, 945 ნახვა

პოლიტიკა
კაია კალასი და მარტა კოსი - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს

საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ხელისუფლებამ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს.

„ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში მიღებულ დასკვნებში დაადგინა, რომ მოქმედების ამგვარმა კურსმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას საფრთხე შეუქმნა. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი, თუ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics