02:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 13:29:34, 813 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე - როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია

რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს.

პრემიერის თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში.

„ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არამარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით შესაბამისი ოპერაციის ავტორებს", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მის დაკავებასთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, „ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ სუს-მა შეიძლება ინატროს“.

„რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ანონსების დონეზე, მე არ ვიცი, შეიძლება, პიარში ფულს უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან ბაჩიაშვილს, ან „ტვ პირველს", ან ორივეს ერთად, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება სუს-მა ინატროს, „მოსადსაც“ კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება. არ ვიცი, რას უხდიან ნოდარ მელაძეს, მე ვიცი, რომ თავის დროზე, მას უხდიდნენ გარკვეულ თანხებს კონკრეტული შენობიდან, შეიძლება ეს პროცესი გრძელდება, ამაზე უნდა ვკითხოთ უსაფრთხოების სამსახურს“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics